15:49 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 12:52:52, 607 ნახვა

საზოგადოება
შობის წინა ღამეს ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციით 14 ადამიანია ჰოსპიტალიზებული

ბოლო მონაცემებით, შობის წინა ღამეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1668
გამოძახება ფიქსირდება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამმართველოს უფროსმა მარიკა ხატაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გამოძახებებიდან 422-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

როგორც მარიკა ხატაშვილმა განმარტა, მათგან 14 ადამიანი საავადმყოფოში  ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის გამო მოხვდა.

„ბოლო მონაცემებით, 1668 გამოძახება ფიქსირდება, აქედან,  422-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. რაც შეეხება ავარიებს, სულ ოთხ ავარიაზე გვქონდა გამოძახება და აქედან ყველაზე მძიმე გორში მომხდარი ავარია იყო, საიდანაც 10 დაშავებული გადავიყვანეთ საავადმყოფოში, ხოლო ავარიების შედეგად, გუშინ  სულ ორი ადამიანი გარდაიცვალა. 422 ჰოსპიტალიზაციიდან  ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციით სულ 14 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. საერთოდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ქეიფებთან დაკავშირებით გამოძახებების მატება იგრძნობა“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მარიკა ხატაშვილმა.
 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამმართველოს უფროსმა ახალი წლის დღეებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებები შეაჯამა:

 პირველ იანვარს 1998 გამოძახება იყო. აქედან ჰოსპიტალიზაცია 389 ადამიანს დასჭირდა, დაფიქსირდა 19 ავარია.
 
ორ იანვარს 1924 გამოძახება ფიქსირდება, 497 ჰოსპიტალიზაცია, ხოლო ავარიების 15 შემთხვევა იყო.

3 იანვარს 1970 გამოძახებიდან, 422-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, დაფიქსირდა 7 ავარია.

4 იანვარს 1890 გამოძახების რაოდენობა ფიქსირდება და- 413 ჰოსპიტალიზაცია.

5 იანვარს 1799 გამოძახების შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო 429-ჰოსპიტალიზაცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics