14:56 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 16:01:36, 1466 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა კადეტებს სამხედრო ლიცეუმის დასრულება მიულოცა

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეთერთმეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, კადეტთა ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.

სამხედრო ლიცეუმი წელს 79-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 6 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლის კანდიდატია. 27 კურსდამთავრებული სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ აქედან 4 გოგონაა.

„კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

კადეტები სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში. კურსდამთავრებულთა შორის არიან ფლექს პროგრამის, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ინფორმატიკის ონლაინ ოლიმპიადის, კონკურსის-„ვსაუბრობთ აფხაზეთზე“, შემოქმედებითი ოლიმპიადის, ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი კონკურსების გამარჯვებულები. ისინი მიღწეული წარმატებებისათვის დაჯილდოებულნი არიან დიპლომებით, სიგელებითა და მადლობის წერილებით.

ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ და ფიზიკურ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics