21:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 10:56:57, 412 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის გადაწყვეტილებით 2008 წლის ომში დაღუპული პოლიციელების შვილები ბაკურიანში დაისვენებენ

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილები მთის კურორტზე, ბაკურიანში დაისვენებენ.

შსს-ს ინფორმაციით, 12 ბავშვი ბაკურიანში, ერთ-ერთ სპორტულ სკოლაში, 10 დღის განმავლობაში დაისვენებს და სათხილამურო სპორტს დაეუფლება. მოზარდები ასევე სხვადასხვა შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. დასვენების ბოლო დღეს ბავშვებს შორის თხილამურებზე დგომაში შეჯიბრი გაიმართება. გამარჯვებულებს სამინისტროსგან საჩუქრები გადაეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics