11:32 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 16:11:19, 526 ნახვა

ეკონომიკა
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა

ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით  გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის შესახებ დაინტერესება სამმა კომპანიამ გამოხატა, ესენია - New Artway Ltd, Lohrmann International და OTC Consortium.

განაცხადების განმხილველმა უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა წარმოდგენილი წინადადებები და დაადგინა, რომ კომპანიების მიერ სრულყოფილად არ იყო მოწოდებული ინტერესთა გამოხატვაში მითითებული დოკუმენტაცია. შესაბამისად, ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევაში ასახული პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო სამივე კანდიდატი დისკვალიფიცირებული იქნა.

„ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების  პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომლის მიხედვით მოთხოვნილი იყო ინტერესის გამოხატვა ფოთში მინიმუმ ორი მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა-განვითარებაზე, რომელსაც  არანაკლებ ევრო 5 სტანდარტის, ან მისი ეკვივალენტური, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების (რომელიც უფრო მაღალია) მსუბუქი და საშუალო დისტილატები, ასევე სხვა ნავთობპროდუქტები უნდა ეწარმოებინა. გამოცხადებული პირობები ასევე პროექტში დასაქმებულთა მინიმუმ 70%-ის საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტებას ითვალისწინებდა“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics