14:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-31 14:45:23, 386 ნახვა

სამართალი
გიორგი კვირიკაშვილი: მადლობას ვუხდი პოლიციელებს იმისათვის, რომ სხვა ადამიანის სიმშვიდეს ემსახურებიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა.  როგორც კვირიკაშვილმა  ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციელებს მადლობას უხდის იმისათვის, რომ  სხვა ადამიანის სიმშვიდეს ემსახურებიან.

"ძალიან საამაყოა, რომ დღევანდელ დღეს ესწრებოდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების  ოჯახის წევრები, შვილები. მინდა ყველას მივულოცო,   ვუსურვო მხნეობა, გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ ემსახურებიან სხვა ადამიანის სიმშვიდეს",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics