2015-01-20 10:39:09, 502 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: მამა ილიამ სამაგალითო გმირობა გვაჩვენა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბორან „ნორმან-ატლანტიკზე“, ადრიატიკის ზღვაში ხანძრის შედეგად დაღუპული მამა ილიას პატივი მიაგო და მის ოჯახს მიუსამძიმრა.
„მივუსამძიმრე მამა ილიას ოჯახს, ყველა მის ახლობელს, მის მრევლს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მოსახლეობას. მამა ილიამ გვაჩვენა სამაგალითო გმირობა, ეს არის მართლაც დასაფასებელი. ჩვენი ვალია სათანადო პატივი მივაგოთ მის ხსოვნას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მამა ილია კარტოზიას სვეტიცხოვლის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. წირვის შემდეგ მას დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ, სადაც ის მსახურობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან