03:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 12:30:53, 543 ნახვა

ეკონომიკა
ზურაბ აბაშიძე: რუსეთში შეიძლება, დამატებით ასობით მილიონის პროდუქცია გავიდეს

"რუსულ ბაზარზე შეიძლება, დამატებით ასობით მილიონის პროდუქცია გავიდეს", - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე იქნება საუბარი.

ამასთან, აბაშიძის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო შეარჩევს ექსპერტს, რომელიც აბაშიძე-კარაისინის ფორმატში შეხვედრას დაესწრება.

"შეხვედრაზე საუბარი გვექნება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ეკონომიკის სამინისტრო შეარჩევს ექსპერტს, რომლის დასწრებაც, ვფიქრობ ლოგიკური იქნება. მრავალი თემაა,  სოფლის მეურნეობის სამინისტროა დაინტერესებული ამ საკითხების განხილვით.  საუბარია ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე. რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის რაღაც ნაწილი ჯერ არ გადის. ეს პროდუქცია რუსეთში რომ  გავიდეს, ამაზე განხილვა მიდის. საკმაოდ დიდ მოცულობაზეა საუბარი. შეიძლება, რუსეთის ბაზარზე  დამატებით ასობით მილიონის პროდუქცია  შევიდეს", - აღნიშნა აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics