10:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 10:07:10, 503 ნახვა

სამართალი
შსს-მ წალენჯიხის რაიონში უკანონო იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში, 1950 წელს დაბადებული რევაზ უ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, ამოღებულია „იჟ 56-3-ის“ მოდელის ორლულიანი კომბინირებული თოფი, 8 ცალი ვაზნა, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდით და 2 ვაზნით. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ვაზნები საბრძოლოა, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია სროლისთვის.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics