|
2017-12-13 23:07:58, 3973 ნახვა
სპეციალური ანონსი
14 დეკემბრის ანონსი
10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 11:00 საათზე, საჯარო სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე იმსჯელებს. 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. 11:00 საათზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრესკონფერენციას გამართავს. 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სესია გაიმართება. 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ბრიფინგს გამართავს. 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება პროექტის „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება ქვეყნის მაშსტაბით“ შემაჯამებელი ღონისძიება. 15:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული ოფისი გაიხსნება. გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. 16:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და ასოციაცია „საქართველო-კულტურათა დიალოგი - XXI“-ის მხარდაჭერით, კულტურის სამინისტროში სახალხო მხატვრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის გიორგი შხვაცაბაიას ალბომის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება. 17:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, გიგო გაბაშვილის საიუბილეო-რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება. 18:00 საათზე, მწერალთა სახლში, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება. 18:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოადგილე თემურ მურღულია დაესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)