23:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 19:11:16, 639 ნახვა

ეკონომიკა
ჰაკათონების, მეიქათონებისა და კრეათონების საგრანტო კონკურსისათვის აპლიკაციების მიღება დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ ივნისში ჰაკათონის, მეიქათონის და კრეათონის ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს.

საგრანტო კონკურსი სააგენტოს მიერ მეორედ ჩატარდება. სამინისტროს ინფორამციით, მისი მიზანია ინოვაციური იდეების შემუშავებისა და განხორციელების კონკურსების რაოდენობის ზრდა და მათ ბაზაზე სტარტაპ კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

„საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ იმ ფიზიკურ პირს თუ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს სურვილი ჩაატაროს ჰაკათონის, მეიქათონის ან კრეათონის ტიპის ღონისძიება.

თითოეული მიმართულებით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გრანტის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 5,000 ლარს.

აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015  წლის 31 მაისი, 17:00 საათი.  აპლიკაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საგრანტო დოკუმენტში მითითებული წესების დაცვით.

აღნიშნული კონკურსი უკვე ჩატარდა მაისში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის. საგრანტო კონკურსის საფუძველზე გამოვლინდა 2 გამარჯვებული, რის შედეგადაც 16-17 მაისს სტარტაპ აქსელერატორის Startup Nest-ის მიერ ჩატარდება კრეათონი, ხოლო 29-30-31 მაისს - ჰაკათონი მობილური აპლიკაციების ინოვაციების ლაბორატორია “ჯეოლაბში”.

საგრანტო დოკუმენტაცია და აპლიკაციები იხილეთ  ვებ გვერდზე: www.gita.gov.ge “, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics