11:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 12:05:11, 683 ნახვა

რეგიონი
რეგიონებში „მოყვარულთა თასი 2017“-ის პრეზენტაცია გრძელდება

„საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია“ 2017 წლის 9 ივლისიდან მართავს „მოყვარულთა თასი 2017“-ის პრეზენტაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

შეხვედრებს ესწრებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და მონაწილე გუნდების წარმომადგენლები, ასევე, სოფლის რწმუნებულები და სხვა დაინტერესებული პირები. პრეზენტაცია მიზნად ისახავს „მოყვარულთა თასი 2017“-ის პოპულარიზაციას და მონაწილე გუნდებისათვის ჩემპიონატის დებულებისა და მონაწილეობის წესების გაცნობას, ასევე, დამატებით საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სამომავლო მიზნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

ასოციაციის წარმომადგენლებმა, აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ, 15-19 ივლისს შეხვედრები გამართეს დასავლეთ საქართველოს ზონის რეგიონებში, კერძოდ:

15 ივლისი - რაჭა-ლეჩხუმი - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 4

15 ივლისი - იმერეთი - მონაწილე გუნდების რაოდენობა 7.

16 ივლისი - სამეგრელო - მონაწილე გუნდების რაოდენობა: ჩრდილოეთ ზონა 5 გუნდი, სამხრეთ ზონა - 6.

17 ივლისი - აჭარა - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 6.

18 ივლისი - გურია - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 6.

„მოყვარულთა თასი 2017“ იყოფა ორ ზონად: აღმოსავლეთი - 7 მუნიციპალური ლიგა და დასავლეთი -  6 მუნიციპალური ლიგა. ლიგების საუკეთესო გუნდები - 16 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ ეტაპზე.

რეგიონალური ეტაპი სტარტს აიღებს 2017 წლის 22 ივლისიდან.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics