2017-06-18 00:22:00, 890 ნახვა
სპეციალური ანონსი
18 ივნისის ანონსი
11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.
მის.: სანზონის დასახლება, მე-19 კორპუსის მიმდებარე საფეხბურთო სტადიონი
12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, საქმიანობის 6 თვის ანგარიშს გააცნობს ამომრჩეველს.
მის.: ცოტნე დადიანის N26, არტ-ჰოლი.
13:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველო-ირლანდიის რაგბის მატჩს, დევნილ ახალგაზრდებთან ერთად დაესწრება.
მის.: მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, სექცია 11
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან