18:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 14:22:09, 626 ნახვა

რეგიონი
აჭარა ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე იყო წარმოდგენილი

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი  თინათინ ზოიძე ესპანეთში ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის (Eurogîtes ) გენერალურ ასამბლეას დაესწრო.

როგორც თინათინ ზოიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშნელოვანია ევროპული გამოცდილება, რადგან იქ სოფლის ტურიზმი კარგად არის განვითარებული.

„ჩვენი სააგენტო მეორე წელია აქტიურად მუშაობს აჭარის არასაზღვაო ზოლში არსებული ტურისტული პოტენციალის განსავითარებლად. დღემდე ჩვენ არაერთი საინტერესო ტურისტული მარშრუტის მარკირება-განვითარება შევძელით მთიან აჭარაში, გადავამზადეთ გიდები და ორგანიზება გავუწიეთ 20-მდე ინფოტურს აღნიშნული მარშრუტების მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილება, რადგან იქ სოფლის ტურიზმი კარგად განვითარებული, პოპულარული და შემოსავლიანი ტურისტული მიმართულებაა. ჩვენ კი ყველაფერს ახლა ვიწყებთ და გვინდა მათი რეკომენდაციებით ვისარგებლოთ,“ -აღნიშნა თინათინ ზოიძემ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, თინათინ ზოიძემ ასამბლეაზე აჭარის რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და ევროპელ კოლეგებს რეგიონში არსებული მდგომარეობა გააცნო.

ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაცია 27 ქვეყნის 35 პროფესიულ ორგანოს აერთიანებს, რაც დაახლოებით 500 000 მიკრო საწარმოს და 5-დან 6,5 მილიონამდე საწოლ ადგილს ითვალისწინებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფედერაციაში 2015 წელს გაერთიანდა.

წელს, ასაბლეაზე ევროპის სოფლის ტურიზმის თანამედროვე გამოწვევები და სიახლეები განიხილეს.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, რომელიც რეგიონში სოფლის ტურიზმის პროდუქტების შექმნა-განვითარების კუთხით მუშაობს ევროპულ გამოცდილებას გაიზიარებს.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics