19:59 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-13 14:05:44, 904 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ჰაკასიის რესპუბლიკაში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა, 1200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი კი დაიწვა.

დაღუპელებს შორის ბავშვიცაა. სხვადასხვა დაზიანებები 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, უმეტესად დამწვრობა და გაზით მოწამვლა. ამ დროისათვის ხანძრის კერები ლოკალიზებულია.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მშრალი ბალახის დაწვამ გამოიწვია.

ხანძარი გუშინ რესპუბლიკის 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გავრცელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უსახლკაროდ დარჩენილების საცხოვრებელი სახლების აღდგენას სულ მცირე 100 მილიონი დოლარი სჭირდება. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას სამხედრო მოსამსახურეებიც იღებდნენ. მომხდართან დაკავშირებით ხუთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics