21:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 16:33:46, 706 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გახდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გახდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 54.8% მიიღო.

„ყველა საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების დამუშავების შემდეგ, პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 54,8% მიიღო და პირველ ტურში გაიმარჯვა", - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ე.წ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის გარდა, კენჭს მოქმედი ე.წ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იყრიდნენ.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. "არჩევნების" გარდა, ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა რეგიონის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ანატოლი ბიბილოვი "სახელმწიფო ალანიას" პირველი დე-ფაქტო პრეზიდენტია.

"პრეზიდენტის ინაუგურაცია" 22 აპრილსაა დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics