19:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 11:33:03, 709 ნახვა

რეგიონი
ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, სოფელ ფლავისმანის მკვიდრი დააკავეს

ე.წ მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მკვიდრი კახაბერ ქისიშვილი გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე მესამედ დააკავეს.

1974 წელს დაბადებული ქისიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი და, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

კახაბერ ქისიშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ის დედასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics