16:44 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 14:14:23, 769 ნახვა

რეგიონი
აჭარაში გიდების გადამზადება იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში გიდებისთვის ტრენინგები იწყება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტიდან აცნობეს, მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველთა რეგისტრაცია სააგენტოში 5 აპრილამდე გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგების ფარგლებში  60 გიდის გადამზადება მთიანი აჭარის 4 ტურისტული მიმართულებით  იგეგმება.

მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია, ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი, მაღალმთიანი აჭარა _ ჩირუხის მარშრუტი , სხალთა - ხიხანის მარშრუტი, ხულო, გოდერძი - მწვანე ტბის მარშრუტი დაცული ტერიტოერიები: კინტრიში, მტირალა, ისპანი + ფრინველებზე დაკვირვება

ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა.

ის  თეორიულ და პრაქტიკულ სალექციო პროგრამას მოიცავს,  რომელიც როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ასევე, უშუალოდ ტურისტულ მარშრუტებზე ჩატარდება.

ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ჩაატარებენ.

სატრენინგო პროგრამაში ჩართვა მოქმედი გიდების გარდა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

მსურველებმა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიონ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ფარნავაზ მეფის 84/86-ში ან გამოგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე Agency@gobatumi.com., ასევე ინფორმაცია რომელ ენოვანი გიდია და რომელი მიმართულებით სურს გადამზადება.  

5-დან 15 აპრილამდე,  ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში ჩატარდება გასაუბრება, სადაც მოხდება ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა გადარჩევა და შესაბამის სატრენინგო პროგრამაში ჩასმა.

ტრენინგები აპრილის ბოლოდან დაიწყება და 15 ივნისამდე გაგრძელდება.  დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე +422 29 44 33.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics