12:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 14:53:08, 464 ნახვა

საზოგადოება
„IRI“-ს კვლევის თანახმად, ქრთამის მიცემის შესახებ გამოკითხულთა 0.1% საუბრობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოში საჭირო მომსახურებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის ქრთამის მიცემის შესახებ მოქალაქეთა რეკორდულად მცირე, მხოლოდ 0,1% საუბრობს.

გამოკითხულთა 98% აცხადებს, რომ ქრთამი არ მიუცია, კითხვაზე პასუხი არ აქვს 2%-ს, 1% კი პასუხის გაცემისაგან თავს იკავებს.

„IRI“-ს შარშანდელი კვლევის მიხედვით, იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც  ქრთამის მიცემას ადასტურებდა, 0,4% იყო.

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კოორდინაციას ანტიკორუფციული საბჭო ახორციელებს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფუნდამენტური ანტიკორუფციული რეფორმების შედეგად დღეს საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ხოლო ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმატება არაერთი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული.

„მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, კიდევ უფრო თანამედროვე ეტაპზე გადავიდა − ისევე, როგორც ევროპის სხვა დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, საქართველოსთვისაც მთავარი ორიენტირია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი დონის მიღწევა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობის კიდევ მეტად გაზრდა, კორუფციის პრევენციის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და სახელმწიფო მმართველობაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით გამოყენება.

საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კურსი და ხედვა აისახა განახლებულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და ახალ სამოქმედო გეგმაში, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2015 წლის 4 თებერვლის სხდომაზე დამტკიცდა. განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი სამოქმედო გეგმა კორუფციის პრევენციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში იდენტიფიცირებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრისა და კორუფციული რისკების შემცირებისაკენ არის მიმართული. ის ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს (OECD, GRECO, UNODC), წინა სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების შეფასებასა და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ანალიზს. დოკუმენტი ასახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევებისა და რისკების ანალიზსა და შეფასებას თითოეულ რელევანტურ სფეროში და 13 ძირითადი პრიორიტეტის ფარგლებში მათი გადაჭრის ეფექტიან საშუალებებს  გვთავაზობს.

ანტიკორუფციული ბრძოლის წარმატება კორუფციული დანაშაულის პროაქტიულ გამოძიებასაც ეფუძნება. გასულ 2014 წელს კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის  401 საქმიდან 151 საქმეზე გამოძიება დაწყებულია დაზარალებულისგან ან სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო 242 საქმეზე (60%) გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების მიერ  პროაქტიულად დაიწყო“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics