13:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 01:22:56, 845 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: კრიზისი შესაძლოა უფრო გამწვავდეს და რიგგარეშე არჩევნების საკითხი დადგეს

„კრიზისი შეიძლება ისე გამწვავდეს, რომ ხელისუფლების მხრიდანაც დადგეს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა. გამორიცხული არაფერი არ არის,“ - ეს ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.

ალასანიას თქმით, ის და მისი გუნდი ხელისუფლებას მოსთხოვენ არსებული სისტემის შეცვლას და ამის მიღწევას საკანონმდებლო ორგანოში და სამოქალაქო აქტივობებით შეეცდებიან.

„თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ ერთადერთი გზა რჩება არჩევნები,“ - განაცხადა ალასანიამ და განმარტა, რომ ის მხარს უჭერს არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარებას. თუმცა, მისი თქმით,  არც ის არის გამორიცხული, რომ ვადამდელი არჩევნების  საჭიროებაც დადგეს და ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.    

ალასანია, ფიქრობს, რომ საქართველოში რუსულმა იდეოლოგიამ იმძლავრა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახურების მუშაობა სუსტია და კონტრდაზვერვითი სამუშაოები არ ხორციელდება.

„მაინტერესებს, რატომ მოხდა ისე, რომ ქვეყანაში არ მუშაობს კონტრდაზვერვა, დასუსტდა უსაფრთხოების სამსახური. მედიაში არსებული ძვრებიც მიუთითებს იმას, რომ რუსული იდეოლოგია მომძლავრდა საქართველოში. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ცუდ მდგომარეობაშია და მისი ეკონომიკა სუსტდება,“- აცხადებს ალასანია.

ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ქართულ ჯარზეა დამოკიდებული.

„ჯარი, რომელიც საქართველოს დასაცავად მუდმივად მზად არის, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია საქართველოს ევროპული მომავლის. მე ვაკვირდები და მომავალშიც დავაკვირდები თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს,“- აცხადებს ირაკლი ალასანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics