02:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-22 19:11:27, 1002 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუა: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს მხარი უნდა დავუჭიროთ და როგორც ჩვენი შვილები, გულში ჩავიხუტოთ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში  დაუნის სინდრომის მქონე 50-მდე  ბავშვს უმასპინძლეს. ქვეყნის პირველმა პირმა და მისმა მეუღლემ დაუნის სინდრომის მქონე მოყვარული მხატვრის ლექსო ფოდიშვილის ნახატების გამოფენა დაათვალიერეს. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ პატარებთან ერთად ფერადი ქაღალდები მოხატეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო კავშირი  „ჩვენი ბავშვების“ მიერ  მომზადებული სოციალური კლიპი. ნახატების გამოფენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლების კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

 „გუშინ იყო 21 მარტი, დაუნის სინდრომის  საერთაშორისო დღე. მთელ მსოფლიოში ეს დღე აღინიშნება მხიარულად, ფერადი წიგნებით. ჩვენ გადავწყვიტეთ, დღეს მოგვეწვია ბავშვები. დიდი მხიარულებაა. ძალიან კარგი განწყობა, ხატავენ კიდეც. მიმაჩნია, რომ ამ ბავშვების ინტეგრაცია გარემოსთან აუცილებელია.ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში აბსოლუტურად  თანასწორად აღიქმებიან ეს ბავშვები. ადაპტირდებიან ისევე, როგორც ჩვენ. ამიტომ, საჭიროა, ყველამ მხარი დავუჭიროთ, ერთად ვიყოთ ბოლომდე და ჩავიხუტოთ  გულში, როგორც ჩვენი შვილები“,-განაცხადა პრეზიდენტის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ.

გამოფენას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, მათი მშობლები და ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძების დასრულების შემდეგ პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics