22:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 15:48:21, 773 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სამედიცინო ტურიზმის შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

ბათუმში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით, პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამედიცინო ტურიზმი: პოლიტიკური, სოციალურეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამედიცინო პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვთ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან გორგილაძემ მიმართა.

კონფერენციის მსვლელობის დროს მონაწილეებს და მომხსენებლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სამედიცინო ტურიზმის განვითარების პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და სამედიცინო თანამედროვე ასპექტებს, შეხვდენ ამ დარგში მომუშავე ცნობილ სპეციალისტებს.

„კონფერენციაზე მოხსენებებს ქართველ პროფესორებთან ერთად წაიკითხავენ ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ მოსალოდნელი შედეგები სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის, ინტერკულტურული თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი კონტაქტების დამყარების სახით, რეგიონში სამედიცინო ტურიზმის განვითარების კუთხით შედეგიანი აღმოჩნდება“, - აღნიშნა კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ გერზმავამ.

კონფერენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზაციული მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 28 მოხსენება. კონფერენცია 20 ნოემბერს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics