00:15 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 11:18:33, 436 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ახალციხეში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭიშვილი ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და ადგილზე მათი პრობლემები მოისმინეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეებმა  და გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა, ახალციხეში, ის ობიექტიც მოინახულეს, რომლის რეაბილიტაციაც სამინისტრომ, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, უკვე დაასრულა.

 „რუსთაველის #113 - ში მდებარე შენობაში სულ 66 ბინაა, აქედან 13 ერთოთახიანი, 32 ოროთახიანი და 21 სამოთახიანი. ობიექტის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ს.ე.ნ“ განახორციელა. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 763 983 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე, ობიექტის რეაბილიტაცია დასრულებულა და მიმდინარეობს წყლისა და საკანალიზაციო სისტების სამუშაოები“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics