14:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 11:18:06, 766 ნახვა

ეკონომიკა
აზიმ სადიკოვი: მცურავი კურსის არსებობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ სწორი პოლიტიკა აწარმოა

კავკასიაში სავალუტო ფონდის წარმომადგენელის აზიმ სადიკოვის განცხადებით, ლარის გაუფასურება საგარეო რყევების შედეგია და  ახლა  ქართულ ეკონომიკაზე საგარეო რყევების გავლენის შემცირებაზე მუშაობაა საჭირო. 

როგორც აზიმ სადიკოვმა "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მთავრობამ სწორი პოლიტიკა აწარმოა. 

სავალუტო ფონდის წარმომადგენელი მთავრობას ინვესტიციების მოსაზიდად გააქტიურებას და უცხოელებისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას, ან გამარტივებას ურჩევს.

"ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჯანსაღი პროცესია.თუ გავითვალისწინებთ იმ შოკს, რომელსაც ქართული ეკონომიკა განიცდის, ლარის კურსის ასე ვთქვათ, გაშვება სასურველი გადაწყვეტილებაც კი იყო. მცურავი კურსის არსებობის გათვალისწინებით, ის რაც მოხდა მთავრობის მხრიდან იყო სწორი პოლიტიკა. რადგან თუ ლარის კურსს არ გაუშვებდნენ, ეს საქართველოს რეზერვების ფასად დაუჯდებოდა, რომელიც ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს,  როცა ასეთ მასშტაბურ და ხანგრძლივ ეკონომიკურ შოკს განიცდის და მეორე, თუ ლარი გაძვრიდებოდა საქართველოში, წარმოება გაძვირდებოდა იმპორტირებულ საქონელთან შედარებით. ანუ, ლარის გაუფასურება იყო სწორი პოლიტიკის ნაწილი. ჩვენი გზავნილი მთავრობის მიმართ ის არის, რომ ეს არის საგარეო რყევების შედეგი, ეს არ არის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი,  ეს არ არის შიდა ფაქტორი, მაგრამ აუცილებელია, ბევრი ვიმუშაოთ ერთად, რათა მინიმუმადე დავიყვანოთ საგარეო რყევების გავლენა ქართულ ეკონომიკაზე",-განაცხადა აზიმ სადიკოვმა "მოამბესთან" ინტერვიუში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics