11:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 17:56:57, 514 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეთა განაცხადების მიღება ხვალ დასრულდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთათვის (40 წლამდე ასაკის, სწავლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურები) გამოცხადებულ სამეცნიერო კონფერენციაზე - ,,საქართველოს ეკლესია ΧΧ საუკუნის პირველ ნახევარში“ - განაცხადების მიღების ვადა  6 მარტს იწურება.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თემის სათაური და ანოტაცია უნდა გამოგზავნონ  ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილებაში ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: kasatiani@archives.gov.ge; nbadashvili@archives.gov.ge.

სამი საუკეთესო მოხსენების ავტორი დაჯილდოვდება ეროვნული არქივის მიერ საგანგებოდ დაწესებული პრემიით - 300 ლარით.

კონფერენციის მიზანია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღის ჯეროვანი აღნიშვნა, ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის ერთგვარი წახალისება, მათთვის  სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეების, ასევე, ეროვნული არქივის სამეცნიერო პოტენციალის გაზიარება  და აქ დაცული მდიდარი მასალის პოპულარიზაცია.

სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 24-25 მარტს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მულზე: http://archives.gov.ge/ge/Youth_Conference.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics