23:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 16:46:35, 784 ნახვა

სხვადასხვა
Facebook-ი Messenger-ში დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციის შექმნაზე მუშაობს

სოციალური ქსელი Facebook-ი Messenger-ში დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციის შექმნაზე მუშაობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი ფუნქციის ტესტირება 8 ივლისს დაიწყო.

როგორც სოციალური ქსელის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი ფუნქციის “საიდუმლო საუბრების” (Secret Conversation) გამოყენებისას, მომხმარებელს შეეძლება, მიუთითოს დრო, რომლის განმავლობაშიც ადრესატი გაგზავნილი შეტყობინების ნახვას შეძლებს. მითითებული დროის ამოწურვის შემდეგ, ტექსტი გაქრება და მიუწვდომელი გახდება. 

Messenger-ის მომხმარებელი თავად გადაწყვეტს, სურს მას ჩვეულებრივი მიმოწერა, თუ დამატებითი დაცვის მექანიზმიანი ჩატის გამოყენება.

ამასთან, კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ Messenger-ში მიმოწერა, ხმოვანი შეტყობინებები და ზარები ახლაც დაცულია. თუმცა გარკვეული საკითხების განხილვისას მომხმარებელთა ნაწილს დამატებითი დაცვა სურს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics