03:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 16:07:41, 699 ნახვა

სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე სატანკო სწავლება გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების 45-ე სატანკო ბატალიონის III სატანკო ასეული და 44-ე ბატალიონის III სატანკო ასეული ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გეგმურ სატანკო სწავლებებს გადიან.

სატანკო სწავლება სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ შეაფასა. პოლკოვნიკის განცხადებით, სწავლებების მიზანი ნაკლოვანებების აღმოფხვრაა, რადგან შემდეგში ჩატარებული კურსები შედეგზე იყოს ორიენტირებული.

45-ე სატანკო ბატალიონის III სატანკო ასეული ოცეულის დონის საველე სწავლებას გადის. სწავლება ოპერაციის რაიონის დაკავებას, ტექნიკით გადაადგილებას, კონტაქტზე რეაგირებას, თავდაცვით ოპერაციებსა და მოწინააღმდეგის შეყოვნებას მოიცავს. სწავლებაში 42 სამხედრო მოსამსახურე და 5 ერთეული ტ-72 ტიპის ტანკია ჩართული.

44-ე ბატალიონის III სატანკო ასეული განგაშზე ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანაში, თავდაცვითი პოზიციების დაკავება-შენიღბვაში, ოპერაციის რაიონში ტაქტიკური მარშით გადაადგილებაში, არაპირდაპირ და საჰაერო მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებაში, ასევე, პირობით საბრძოლო ტერიტორიაზე ჯავშანტექნიკის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაში გადიან სწავლებებს. სატანკო სწავლებაში 31 სამხედრო მოსამსახურე და 4 ერთეული ტ-72 ტიპის ტანკი მონაწილეობს.

სატანკო სწავლებები 5 დღის განმავლობაში გრძელდება და მაქსიმალურად მიახლოებულია საბრძოლო ვითარებასთან. გეგმური საველე სწავლების მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებაა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics