|
2016-06-07 17:46:34, 648 ნახვა
სამხედრო
მუხროვანში სპეცდანიშნულების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
მუხროვანში სპეცდანიშნულების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი 14 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი სპეცდანიშნულების მებრძოლთა სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში მომზადება იყო. მოსამზადებელ ეტაპზე სწავლება 350-მა სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო, თუმცა კურსის დასრულება მხოლოდ 15-მდე ჯარისკაცმა მოახერხა. სამხედროებმა საცეცხლე, ტაქტიკური, ტოპოგრაფიული და სხვა ტიპის სპეციალური დანიშნულების მომზადება გაიარეს. კურსდამთავრებულ სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები გენერალური შტაბის უფროსმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)