00:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 16:58:26, 616 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი: ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროექტების განხორციელების საკითხები და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები იყო.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში დაგეგმილ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ (GDSC); ასევე, ამ ღონისძიებისთვის დაგეგმილ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტსა და მასთან განსახილველ საკითხებზე.

შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლუიზა ხითარიშვილი დაესწრო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics