00:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 17:53:18, 668 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი: აღლუმი ისეთი, როგორიც ჩვენ გვესმის, არ იქნება

„აღლუმი ისეთი როგორიც გვესმის ჩვენ, არ იქნება, მაგრამ 26 მაისი იქნება სამხედრო კომპონენტი პრაქტიკულად სრულად, ეს იქნება ფიცის დადება სწორედ იმ ახალგაზრდების მიერ რომლებიც თავისი ნებით მოდიან ქართულ ჯარში და რომლებიც ამთავრებენ სწორედ 25-ში იმ პროგრამას რომლის შემდეგაც უკვე შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან“,- ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ისგადაცემა 20:30-ის წამყვანის შეკითხვას - იქნება თუ არა სამხედრო აღლუმი 26 მაისს.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საზოგადოებას 26 და 27 მაისს საინტერესო გასართობი ღონისძიებები ელის.

„ჩვენ გვექნება ფიცის დადების ახალი კომპონენტები საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქიდან ჩართვით და, მე ვფიქრობ, რომ ორი ძალიან საინტერესო დღე ელოდება საქართველოს, 26 მაისი და შემდეგ 27 მაისი როდესაც თავდაცვის სამინისტრო უკვე ძველ იპოდრომის ტერიტორიაზე მთელ თბილისს, მთელ ქართველ საზოგადოებას შესთავაზებს ძალიან საინტერესო ღონისძიებას მთელი დღის განმავლობაში იმისათვის, რომ გაერთონ და ეს ერთობა ჯარსა და საზოგადოებას შორის შედგეს ყველაზე უფრო საინტერესო ფორმით, მათ შორის პატარა ბავშვებით დაწყებული, ზრდასრულებით დამთავრებული“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics