08:18 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-01 10:29:57, 2799 ნახვა

საზოგადოება
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა

დღეიდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

აღნიშნულ უბნებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 340 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის, 14 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილის დამუხტვისთვის – ორი ადგილი.

ახალი პარკირების ადგილები:

  • მთაწმინდის რაიონი — ჯამში 596 ადგილი, მათ შორის: მიტროფანე ლაღიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, ინგოროყვას, შიო ჩიტაძის, ვუკოლ ბერიძის, ზურაბ ჟვანიას, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, მთაწმინდის, დანიელ ჭონქაძის, ძმები კაკაბაძეებისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებზე;
  • ვაზისუბანი — 160 ადგილი ოსიპ მანდელშტამისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებზე;
  • დიდი დიღომი — 324 ადგილი ფარნავაზ მეფის გამზირზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის გადაკვეთის მიმდებარედ) და პეტრე იბერის ქუჩაზე;
  • ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი — 160 ადგილი;
  • ბაგები — 100 ადგილი ზურაბ საკანდელიძის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე.

საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება შემდეგ მისამართებზე:

  • ბესიკის ქუჩა N25-ის მოპირდაპირედ
  • ტარას შევჩენკის ქუჩა N5
  • ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა N9
  • წყნეთის გზატკეცილი N49-ის მოპირდაპირედ
  • ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N112 და N142
  • ოსიპ მანდელშტამის ქუჩა N3
  • ფარნავაზ მეფის გამზირი N1 და N35
  • პეტრე იბერის ქუჩა N24

თბილისის მერიის ინფორმაციით, საინფორმაციო ჯიხურებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დახმარება და გაიარონ რეგისტრაცია ადგილზე.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა დედაქალაქის მერიამ 2020 წელს დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics