|
2025-07-23 11:32:43, 1909 ნახვა
საზოგადოება
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
მსოფლიო პოპვარსკვლავის ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტრანსპორტი მოქალაქეებს 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება. „კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო, გახანგრძლივებული დროით, 24 ივლისის 02:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი გადაადგილდება ალტერნატიული მარშრუტებით. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ავტობუსების მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე გავავრცელეთ, თუმცა დაინტერესებულ პირებს, მისი მოძიება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ასევე, სოციალურ ქსელში, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეუძლიათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ დაგეგმილი კონცერტის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება. შეზღუდვა 24 ივლისის 01:00 საათამდე იმოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)