21:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 11:52:10, 644 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს

მოსწავლე გოგონებს ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიების სფერო და სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, თიბისიმ მათთვის შექმნა საზაფხულო სკოლა, სადაც ისინი სრულიად უფასოდ შეძლებენ შეისწავლონ ტექნოლოგიები და დაეუფლონ თავიანთ მომავალ პროფესიას.

წარმატებული და ძალიან მოთხოვნადი თიბისი ტექსკოლის ფარგლებში, ბრენდი მოსწავლე გოგონებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს - ტექნოლოგიების მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგან. ამ მიზნით თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები გოგონებისთვის ტექნოლოგიების ოთხი მიმართულებით. საზაფხულო სკოლის Crash კურსებში მონაწილეობის მიღება ყველა 9-12 კლასის მოსწავლე გოგონას სრულიად უფასოდ შეუძლია.

  • შესავალი ხელოვნურ ინტელექტში
  • შესავალი მობილური აპლიკაციების შექმნაში
  • შესავალი ვებგვერდები პროგრამირებაში: Back-End (Python & Flask)
  • შესავალი ვებგვერდების პროგრამირებაში: Front-End (HTML,CSS)

კურსებზე დარეგისტრირება შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ყველა მოსწავლე გოგონებს, სწავლა სრულიად უფასოა და ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

რეგისტრაცია 24 ივნისს დაიწყო და 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა დარეგისტრირდი და დაიწყე სასურველი მომავალი პროფესიის შესწავლა. ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს!





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics