02:20 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 12:40:20, 829 ნახვა

საზოგადოება
დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა

დირიჟორი და პიანისტი ვახტანგ მაჭავარიანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას მისი შვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ღრმა სინანულით ვწერ, რომ წუხელ გარდაიცვალა მამაჩემი" - წერს ალექსი მაჭავარიანი.

1990 წელს ვახტანგ მაჭავარიანმა დააფუძნა მარინისა და დიდი თეატრების, სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ფილარმონიების, ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის წამყვანი ორკესტრების 120 მუსიკოსისაგან შემდგარი საფესტივალო ორკესტრი, რომლის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავადვე იყო.

1996 წლიდან ის იყო ე. მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1998–2004 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი.

2000–2008 წლებში მან რუსეთში დააარსა და ხელმძღვანელობდა დიდ სიმფონიურ ორკესტრ მილენიუმს. მაჭავარიანის ინიციატივითა და დირიჟორობით საქართველოში გაიმართა არაერთი პრემიერა. მისი ხელმძღვანელობით ყოველწლიურად (იანვარში) იმართებოდა ი. შტრაუსის გალა-კონცერტი. 2010 წლიდან თანამშრომლობდა თურქეთის საპრეზიდენტო და იზმირის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრებთან. 2017 წელს კი, მას მიენიჭა ე. მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორის წოდება.

2022 წელს თბილისში კიევის "კამერატას" 19-მა მუსიკოსმა ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართა საქველმოქმედო კონცერტი. სიმფონიური სურათი "მარიუპოლი" მიუძღვნა 2022 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics