14:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-26 11:31:34, 823 ნახვა

ეკონომიკა
სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა იწყება — მხარდამჭერია საქართველოს ბანკი (რ)

სამშენებლო მასალების მასშტაბური, საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 25-27 აპრილს თბილისში, ექსპოჯორჯიას პავილიონებსა (4,5,6,11) და გარე სივრცეში იმართება. იგი 30-ე წელია ტარდება და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ბაზრის სიახლეებს, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო თემატურ ღონისძიებებში და გაიცნონ თანამოაზრეები.

ღონისძიება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

Caucasus Build საინტერესოა იმ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც სამშენებლო/სარემონტო მასალების სექტორში მუშაობენ. გამოფენა აერთიანებს დეველოპერებს, ინტერიერის/ექსტერიერის მასალების ან ჭკვიანი სახლის მოწყობილობების მწარმოებლებს. ასევე, საინჟინრო და არქიტექურულ სერვისების თუ სამშენებლო ტექნიკისა და დანადგარების მიმწოდებლებს.

გამოფენა მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და კონფერენციებს, სადაც დეველოპერები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებენ.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდება ტექნიკური ვორკშოპიც — ინტერაქციულ სივრცეში მონაწილე კომპანიები გამართავენ პრაქტიკულ დემონსტრაციებსა და ტრენინგებს მასალების ადგილზე გატესტვით, მათი გამძლეობისა თუ ხარისხის შემოწმებით. ვორკშოპი შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნახოს სხვადასხვა სამშენებლო თუ სარემონტო მასალის რეალური შესაძლებლობები, ამასთან, ჩაერთოს გათამაშებებში და მოიგოს პრიზები.

გამოფენის შესახებ დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე - www.buildexpo.ge.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics