03:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 19:24:39, 773 ნახვა

საზოგადოება
ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ტელეწამყვანები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობენ.

ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ზუსტად ორი წუთის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხალოვმა და თამარ შუბლაძემ თავის ქნევით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ უნდა გაგიშვათო. რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს სამართლებრივი მხარე. დისციპლინარული მოკვლევა ახსენეს, რის საფუძველზეც გამათავისუფლეს, ოღონდ დისციპლინარული მოკვლევის შედეგები ჩემთვის არავის არ გაუცნია. ისეთმა ადამიანებმა დატოვეს სამსახურები ბოლო პერიოდში, რომ არც მიკვირს, არც მწყინს“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics