01:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 12:19:31, 839 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 106 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 106 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა და 167 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 106 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 56 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

„მტრის თავდასხმის შედეგად ოდესის, კიევის, სუმის, ჩერკასისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ოდესაზე მასიური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics