03:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 12:38:57, 923 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექსტროსადგურზე თავდასახმა განახორციელა

ჩერნობილის დახურული ატომური ელექტროსადგურის საფარს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე დაყრდონიბით ავრცელებს.  ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამით რუსული დრონი მოხვდა სადგურის მეოთხე ენრგობლოკის საფარს (სარკოფაგს), რომელიც მსოფლიოს რადიაციისგან იცავს.

რუსული თავდასხმის დრონი ძლიერი ფეთქებადი ქობინით ამ ღამეს მოხვდა საფარს, რომელიც იცავს მსოფლიოს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებული მე-4 ენერგობლოკის რადიაციისგან, - განაცხადა ზელენსკიმ. 

მისივე განმარტებით, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, უკრაინამ ეს საფარი ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და სხვა სახელმწიფოებთან ერთად ააშენა. მისი თქმით, ამგვარი ქმედებით რუსეთი ტერორისტულ საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციული ფონი ნორმაშია და მონიტორინგი გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics