19:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 17:31:40, 1132 ნახვა

რეგიონი
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისს დამატებით 60 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისს დამატებით 60 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, უსაფრთხო საცხოვრისის მოძიების ნებართვა, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით მიეცემათ.

"სხდომას მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა. კომისიის წევრებმა განიხილეს 75 ეკომიგრანტი ოჯახის პროგრამაში ჩართვის საკითხი, აქედან თანხმობა 60 ოჯახს მიეცა. 15 ოჯახის დოკუმენტაცია ხელახლა შესწავლის მიზნით ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიებს გადაეგზავნებათ.

სამინისტრო “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში შეძენილია 700 საცხოვრებელი ფართი. მიმდინარე წელს სამინისტრომ თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე გაზარდა.  მომდევნო წლიდან იგეგმება პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა 35%-ით და 5 მილიონ ლარზე მეტი იქნება",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics