00:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 16:07:14, 392 ნახვა

პოლიტიკა
კვერენჩხილაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა მხოლოდ 28 კაციანი სიიდან მოხდება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა  მხოლოდ პრეზიდენტისთვის წარდგენილი 28  კაციანი სიიდან მოხდება.

კითხვაზე-თუ არსებობს თეორიული შანსი, რომ პრეზიდენტმა საერთოდ სხვა კანდიდატურა წარმოადგინოს და ის არ იყოს  28 კაციან სიაში, კვერენჩხილაძემ  ასე უპასუხა:

"არა, ეს პროცესი სწორედ ამისთვის არის წარმართული. საზოგადოების მონაწილეობით, პროფესიული წრეების, აკადემიური  პერსონალის, სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ მოხდა წარმოდგენა და რა თქმა უნდა ამ სიიდან მოხდება შერჩევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

ცნობისთვის,  საზოგადოების წარმომადგენლების მიერ  უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარეობის  კანდიდატურების დასახელების ეტაპი 9 თებერვალს დასრულდა.

36 წარდგენილ პირთაგან, რვამ თავისი კანდიდატურის  განხილვაზე უარი განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics