10:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 11:55:16, 718 ნახვა

რეგიონი
ევრონიუსის გადამღები ჯგუფი ბათუმის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს

საერთაშორისო კომპანია „ევრონიუსი" ბათუმის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს, რომელიც პოპულარულ სამოგზაურო გადაცემაში „Explore“ გავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, სიუჟეტით, არხის მილიონობით მაყურებელს საშუალება ექნება გაიცნოს ბათუმის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები, ქალაქის ძველი და თანამედროვე სახე, ეკოტურისტული მიმართულებები, ქართული გასტრონომია, ფოლკლორი და ღვინის დაყენების 8,000 წლოვანი ტრადიცია. გადაცემა „Explore"-ის გადამღებმა ჯგუფმა გადაღებები ბათუმიდან დაიწყო და მთავრობის თავმჯდომარისგან აჭარის საინვესტიციო გარემოს, ტურისტული, ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

„აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ კერძების მასტერკლასები, ფოლკლორ-შოუ და ქართული ღვინის ქვევრიდან ამოღების პროცესი ევრონიუსმა ქობულეთში გადაიღო. გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობს.

რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი, გერმანელი, სომეხი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა.

წელს, ევრონიუსზე აჭარის ორთვიანი საიმიჯო კამპანია მიმდინარეობდა. საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერში რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნო. ევრონიუსს მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ის 160 ქვეყანაში 17 ენაზე მაუწყებლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების სატელევიზიო რეკლამა BBC -სა და Deutshce Welle-ს ეთერში განახორციელა. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებსა და ახლად დამატებულ ევროპულ ბაზრებზეც“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics