00:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 11:59:50, 2094 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის და ჯიხურების პრობლემა მოგვარებულია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია დედაქალაქში ერთ-ერთი მოწესრიგებული სივრცე იქნება.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურის მიმდებარედ აღებულია ყველა ჯიხური, ხოლო გარემოვაჭრეები თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე განაგრძობენ. 

„მოვაწესრიგეთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა. გარევაჭრობის და ჯიხურების პრობლემა მოგვარებულია. იქ მხოლოდ გარევაჭრობა არ იყო პრობლემა. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ჯიხურები. უბრალოდ გავლაც კი შეუძლებელი იყო. აღებულია ყველა ჯიხური, ხოლო გარემოვაჭრეები გადასული არიან მიმდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც შეღავათიანი პირობებით  სარგებლობენ და ეკონომიკურ საქმიანობას განაგრძობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურები ტერიტორიის კეთილმოწყობას ახორციელებენ.

„გპირდებით, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია იქნება ერთ-ერთი მოწესრიგებული, გალამაზებული და გამართული ინფრასტრუქტურით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics