|
2015-02-03 13:02:31, 539 ნახვა
პოლიტიკა
კოტე კუბლაშვილი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატურას არ შესთავაზებს
„უკეთესია პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატურა იმ დროს დაასახელოს, როცა ჩემს უფლებამოსილებასა და ახალი თავჯდომარის უფლებამოსილებას შორის დიდი წყვეტა არ იქნება“, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თავად პრეზიდენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატის შეთავაზებას არ გეგმავს. „არც ერთ კანდიდატურაზე არ მინდა წინასწარ ჩემი კომენტარი გავაკეთო. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი პრეზიდენტის გადასაწყვეტია. რა პროცედურებიც ახლა მიმდინარეობს, ამის უფლება აქვს პრეზიდენტს, თუმცა, ასევე უფლება ჰქონდა, რომ ამის გარეშეც, საკუთარი ადმინისტრაციის დახმარებით შეერჩია ერთ–ერთი კანდიდატი. ასე რომ, დაველოდოთ. ვადები განსაზღვრული არ არის, მას შეუძლია კანდიდატი ახლა დაასახელოს, ასევე 1, ან 2 თვის შემდეგ. ვადები არსად წერია, თუმცა, უკეთესია იმ დროს დაასახელოს, როცა ჩემს უფლებამოსილებასა და ახალი თავჯდომარის უფლებამოსილებას შორის დიდი წყვეტა არ იქნება. მე კანდიდატურის წარდგენის ინიციატივა არ მაქვს“, – აღნიშნა კუბლაშვილმა. უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე კოტე კუბლაშვილი ამწუთებში ლიტვისა და ლატვიის უზენაესი სასამართლოს დელეგაციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას, რომელიც უზენაესი სასამართლოში იმართება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი, მოსამართლეთა ასოციაციის წევრები, ლიტვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რიმვიდას ნორკუსი და ლატვიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ივარს ბიშკოვიცი ესწრებიან. დელეგაციის წევრები ქართული სასამართლო სისტემის მოდელსა და მოწყობის ძირითად პრინციპებს ეცნობიან. შეხვედრის მიზანია, ამ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. უცხოელი მოსამართლეები თბილისის საქალაქო, მცხეთისა და სიღნაღის რაიონულ სასამართლოებს მოინახულებენ.ასევე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალ შენობას ეწვევიან. დელეგაციის ვიზიტი 6 თებერვალს დასრულდება.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)