03:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 14:45:35, 2956 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, სტაბილურია.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპისთვის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს.

„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. თქვენ იცით, რომ მე ვეწინააღმდეგები პაციენტის ინფორმაციის გაცემას, ვინაიდან ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება. მას აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული კვლევა და მედიკამენტოზური დახმარება, რომელსაც პაციენტი ამ ეტაპისთვის საჭიროებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics