|
2021-07-23 13:44:52, 872 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე - კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს
კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ერთ რამეში, ფეხბურთის თამაშში აჯობებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში კალაძეს არაფერი გაუკეთებია და ის პოლიტიკურ თამაშში დამარცხებულია. „კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ერთ რამეში, ფეხბურთის თამაშში აჯობებს, თუმცა, ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს, რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კალაძე დამარცხებულია. 4 წელი არაფერი გაუკეთებია. ნახატებს აჩვენებდა კომპიუტერული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი აშენდებოდა, როგორ ააყვავებდა „ლაგუნა ვერესთან“ გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, ეს ნახატები ნახატებად დარჩა, სად არის ხიდი? 30 წელია ხიდი არ აშენებულა. მხოლოდ „მშვიდობის ხიდი“ აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, კახა კალაძე წარადგინა. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია ოპოზიციის ნაწილთან ერთად დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)