01:55 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-13 12:13:14, 1049 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ქვეყანას ემუქრება რთული სიტუაცია, დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში

ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელია ყველა, როგორც მთავრობა, ასევე საზოგადოება.

„ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა, დაწყებული მთავრობით, დამთავრებული საზოგადოებით. ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა ეს, რომ საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთგამგები და განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში. მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონავირუსმა არ იცის ის და ეს, ოპოზიცია და პოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, მეტი სოლიდარობისკენ, მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად, შევაჩეროთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics