02:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 14:07:13, 1321 ნახვა

სამხედრო
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ვაზიანი-21“ საბრძოლო სროლებით დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე ასეულის დონის სამეთაურო-საშტაბო სიტუაციური სწავლება "ვაზიანი-21“ დასრულდა. სამხედრო წვრთნები 72 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მე-4 მექანიზებული ბრიგადის ყველა ქვედანაყოფმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლების დასკვნით ეტაპზე მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა შეტევითი ოპერაცია განახორციელეს, სადაც ოპერატიული ბრძანების გაცემის, ქვედანაყოფების სასწავლო თავმოყრის რაიონში გადაყვანის, შეტევითი, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და უკან გამოსვლის ამოცანები შეასრულეს.

ამასთანავე, სწავლებაში ჯავშანსატანკო, საინჟინრო, ტანკსაწინააღმდეგო, საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო კომპონენტები იყო მოზიდული.

„ვაზიანი-21“ სწავლების მიზანი მე-4 მექანიზებული ბრიგადის ქვედანაყოფებს შორის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, ურთიერთქმედების დახვეწა და კოორდინირებული მოქმედებები იყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics