23:27 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 13:01:52, 711 ნახვა

კომენტარი
ალუდა ღუდუშაური „პრაიდზე“ - ვისაც ქვეყანა უყვარს, ასეთი ღონისძიებისგან თავს შეიკავებდა

ყველა თავს შეიკავებდა ასეთი ღონისძიების გამართვისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვას.

„საპატრიარქო არავის არაფერს უკრძალავს, ეს ერთი, ამაზე შევთანხმდეთ. რაც შეეხება ორაზროვან, სამაზროვან გაგებას, არის ერთი რამ, რასაც ჩვენც ვიძახდით, რომ ვისაც მართლა გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და თვითმიზანი არაა, გავმართოთ ისეთი ღონისძიება, აქტივობა, რომელიც ხელოვნურად დაძაბავს სიტუაციას და აწევს ტემპერატურას, ასეთ შემთხვევაში, ასეთ სიტუაციაში ყველა თავს შეიკავებდა ასეთი ღონისძიების გამართვისგან“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ 1-5 ივლისის თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართება. ამასთან, 5 ივლისს დაგეგმილია „ღირსების მარში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics