03:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 12:58:25, 1222 ნახვა

კომენტარი
დავით სერგეენკო - რომ მკითხოთ, ვერც განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია

ვერც განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია, არ ვიცი უბრალოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრაიდის ორგანიზატორები კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ და აზრი საზოგადოების სხვა ნაწილსაც ჰკითხონ.

„პრაიდი რომ მკითხოთ ეხლა, ვერც განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია, არ ვიცი უბრალოდ. რთული სათქმელია რა, უფლებების შეზღუდვა არ მგონია იყოს, არავინ არ უშლის იმის გაკეთებას რისთვისაც მონდომებულები და მოწოდებულები არიან ეს ხალხი. რაც შეეხება უფრო ხმამაღალ გამოხატვას, არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ ალბათ და მაინც და მაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 17 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics