15:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 18:20:09, 738 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მარშალ სერ სტიუარტ პიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გენერლის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ქვეყნის ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით შესრულების მნიშვნელობასა და ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს კონტრიბუციაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს ეგიდით წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ქართველ სამხედროებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

დღესვე, ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები და რეგიონში ნატო-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობა განიხილეს, ასევე, ისაუბრეს განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ვაზიანში, თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. გენერალმა სერ სტიუარტ პიჩმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics