23:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 15:06:16, 687 ნახვა

საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსი“ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქციას მართავს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით აქცია-მსვლელობას მართავს.

აქციის მონწაილეები სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციაზე ასობით ადამიანია შეკრებილი.

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის თქმით, აქციის მთავარი მიზანია დროულად გაიხსნას ის გაუხსნელი საქმეები, რომელსაც პროკურატურა იძიებს.

„კარგად უნდა გავიაზროთ რა არის დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ინსტიტუტები და რა როლი აქვს ოპოზიციას. ოპოზიციის როლია იყოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ყველა იმ საკითხში, რომელიც არასწორად არის წარმოდგენილი, რაც აწუხებს საზოგადოებას. ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა თავის ინტერვიუში, რომ საზოგადოება უნდა იყოს კრიტიკული და მეც ვეთანხმები. ეს აქცია პროტესტის გამოხატულებაა და იმიტომ უნდა ვიდგეთ ერთად, რომ ჩვენი შვილების მომავალი დავიცვათ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics